ოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ისევ დებატებს ითხოვს

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ისევ დებატებს ითხოვს. მათი შეფასებით, უმრავლესობამ თავი არ უნდა აარიდოს ამ ფორმატს.

ისინი ასევე აუცილებლად მიიჩნევენ მინისტრთა კაბინეტის დასწრებასაც.

უმრავლესობა კი დებატებს მხარს არ უჭერს. მათთვის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლის ფორმატი უფრო მისაღებია.

რა ფორმატით წარდგება გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში, ორშაბათს, ბიუროს სხდომაზე გადაწყდება. მოხსენებას, სავარაუდოდ, არ დაესწრება მთავრობა.

პრემიერმის თქმით, არ არის აუცილებელი პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მოუსმინოს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: ასეთი ხერხები რუსეთთან არ მუშაობს
შემდეგი სტატიათბილისის და რომის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს