ოპოზიცია ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს. ქართულ ოცნებაში ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ემხრობიან. ოპოზიცია კი ცვლილებების წინააღმდეგია.

„ბანკთა ბანკის ასე დაკნინება ამ ეტაპზე როდესაც თქვით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტია პრობლემა, 7 თვით ადრე პრეზიდენტის არჩევამდე – მაინც ვერ ვხვდები რა სარგებელს ელით ამ ცვლილებით?!“ – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

ნაციონალური მოძრაობის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციებს ახსენებდნენ. ისინი საკანონმდებლო ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად აფასებენ.

“სავალუტო ფონდი, EBRD-ი, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები, რომ არის ვერ გავიგე პირადი ინტერესი აქვთ, რაღაც პოლიტიკური ნიშნით გეუბნებიან, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება თქვენზე ნაკლები ექსპერტები არიან თუ რა. ეს არის ხალხი, რომელიც გვეხმარება, ფინანსურ დახმარებას გვაძლევენ. მათ შეფასებებზეა დამოკიდებული ინვესტიციები, ეს არ არის სახუმარო თემა,”-განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს, კენჭისყრა კი ხვალ რიგგარეშე სხდომაზე მოხდება.

banner
წინა სტატიაშითამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პირი დაკავებულია
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: გააკეთონ მათ ივანიშვილის მეათედი ქვეყნისთვის და მერე მათ აზრსაც გავითვალისწინებთ