ომი ტერიერის წინააღმდეგ: ავსტრალია დეპის ძაღლების მოკვლით იმუქრება

ავსტრალია1ავსტრალიის ხელისუფლებამ ამერიკელ მსახიობს ჯონი დეპს შაბათამდე მისცეს ვადა, რომ მან ქვეყნიდან თავისი ორი ძაღლი გაიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ძაღლების დაძინებით იმუქრებიან.
ტვიტერის მომხმარებელმა რეაგირება მოახდინა აღნიშნულ ინფორმაციაზე. მათ თეგი „ომი ტერიერის წინააღმდეგ“-ის პერიფრაზირება მოახდინეს „ომი ტერორის წინააღმდეგ“.
ავსტრალიის სოფლის მეურნებობის მინისტრის ბარბარა ჯოისის თქმით, მსახიობმა ძაღლები არაკანონიერად შემოიყვანა, პისტოლი და ბუ 21 აპრილს დეპთან ერთად აშშ-დან ჩამოფრინდნენ მსახიობის კერძო თვითმფრინავით და ამით გვერდი აუარეს სანიტარულ სამსახურებს.
დეპი „კარიბის ზღვის მეკობრებში“ მთავარ როლს თამაშობს, რომლის გადაღებებიც ავსტრალიაში მიმდინარეობს. ჯოისის თქმით, ძაღლები ხელისფუფლებამ მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა, როცა ისინი თმის სტილისტთან მიიყვანეს.
მან გუშინ განაცხადა, რომ დეპს 50 საათი დარჩა პრობლემის მოსაგვარებლად.
„კინომსახიობს, თუნდაც ის ორჯერ სექსუალური მამაკაცი იყოს მთელს პლანეტაზე, თუკი ნებას დავრთავთ ცხოველებით ყოფნას, რატომ არ უნდა დავრთოთ უფლება სხვა დანარჩენს იგივე გააკეთოს?“ – ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
ტვიტერში მინისტრის პოზიციას მხარი არ დაუჭირეს.
„თქვენ ყველაზე ცუდი მინისტრი ხართ, რომელიც ავსტრალიას ოდესმე ყოლია“ – წერენ ტვიტერში.
„რატომ არის ევთანაზია ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობოდან და რატომ არ ადეპორტებთ ძაღლებს“ – კითხულობენ აღშფოთებული სოციალური ქსელის მომხმარებლები.

banner
წინა სტატიაშიიაპონიამ უცხო ქვეყნებში სამხედრო ოპერაციის ჩატარების აკრძალვა მოხსნა
შემდეგი სტატიადღეს სასამართლო ცარნაევის სიცოცხლის საკითხს გადაწყვეტს