,,ომის დაწყების დღეს გილოცავთ ყველას,,

22 ივნისი, ფაშისტური გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის და საბჭოთა ისტორიაში ,,დიდი სამმაულო ომის,, დაწყების დღედ არის მიჩნეული…
როგორც ცნობილია, გერმანიის ფაშისტური არმია, 1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ბელორუსის სასაზღვრო ქალაქ ბრესტს დაესხა თავს და ამ დღიდან ჩაერთო საბჭოეთი მეორე მსოფლიო ომში.
ამ დღის აღსანიშნავად, გუშინ ბრესტის ციხესიმაგრესთან, დილის 4 საათიდან სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა, რომელშიც რუსეთის პატრიარქმა კირილმაც მიიღო მონაწილეობა, ეს ფაქტი კი, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა, დიაკვანმა ალექსანდრ ვოლკოვმა, სოციალური ქსელით ასე ამცნო საზოგადოებას:
,,პატრიარქი დღეს დილის 4 საათიდან ბრესტის ციხესთან გამართულ მიტინგზე. განსაკუთრებულ და წმინდა ადგილზე, გადაუჭარბებლად… ომის დაწყების დღეს გილოცავთ ყველას!,,
CIIKuMqWUAIJ6ZR

banner
წინა სტატიაშიერევნის მანიფესტაცია – პირდაპირი (LIVE)
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში კახაბერ ფარფალიაზე შურისძიება დაიგეგმა