ომბუდსმენისთვის უცნობია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გიგი უგულავას მიმართ გადაწყვეტილება

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი გიგი უგულავას მიმართ მოსამართლის გადაწყვეტილებას მას შემდეგ შეისწავლის, რაც გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი გახდება , – ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო “რედისონში” საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება ამ დროისათვის ომბუდსმენს არ აქვს და მისთვის უცნობია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება.

“ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა მეორე მხრივ, იყო წუხილი, რომ ეს შესაძლოა გარკვეული კითხვის ნიშნებს წარმოშობდეს და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამაც გააკეთა კომენტარი. გავეცნობით ამ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ გამოიტანა, მას შემდეგ, რაც ის გახდება ხელმისაწვდომი. ამ წუთას ჩვენ არ გვაქვს ნანახი რა გახდა მოსამართლის საფუძველი ამ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაბამისად, ვაგრძელებთ მონიტორინგს ამ თემაზე”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენდა საბედნიეროდ, ჩვენ ჭეშმარიტების გზას არასოდეს გადავუხვევთ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი, ეკონომიკური კეთილდღეობის შემთხვევაში, მოსამართლეებს უფრო მაღალ ხელფასსა და პრემიას ჰპირდება