ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონისკენ დაიძრა

ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონისკენ დაიძრა

ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სტადიონისკენ დაიძრაევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 ის ცეცხლი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისკენ თავისუფლების მოედნიდან, კერძოდ, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიძრა.

პირველი მეჩირაღდნე ცნობილი სპორტსმენი და პარლამენტის წევრი ლუკა კურტანიძეა.

ოლიმპიური ცეცხლი ესტაფეტის პრინციპით შოთა რუსთაველის, პ. მელიქიშვილისა და ი. ჭავჭავაძის გამზირს გაივლის და სტადიონზე მხატვრული შოუს კულმინაციისდროს შევა.

ესტაფეტაში მონაწილეობას მეჩირაღდნეები – საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ეროვნულიოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტები ელგუჯა ბერიშვილი და მამუკა ხაბარელი, პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ლაშხი მიიღებენ.

მიხეილ მესხის სტადიონზე ესტაფეტაში ჩაერთვებიან სამხედრო მოსამსახურე, ავღანეთის ომის მონაწილე, თემურ დადიანი და ოლიმპიური ჩემპიონები გელა კეტაშვილი, ნინო სალუქვაძე და ზურაბ ზვიადაური.

სტადიონზე საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშას მრავალგზის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები – ნონა გაფრინდაშვილი, ლევან თედიაშვილი, ვახტანგ ბლაგიძე, ვაჟა კაჭარავა, რომან რურუა და რაფაელ ჩიმიშკიანი შეაბრძანებენ.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ოფიციალურად მიხეილ მესხის სტადიონზე ამ წუთებში იხსნება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ რუსი ფიზიკოსის ჯაშუშობაში მიიტანა ეჭვი
შემდეგი სტატიაევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 რამდენიმე წუთის წინ სიმბოლურად 20:15 წუთზე გაიხსნა