ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

metro

20 ივლისიდან 3 აგვისტომდე თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, საბაგირო უფასოდ მოემსახურება ოლიმპიადაში მონაწილე ახალგაზრდა სპორტსმენებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ოლიმპიადის მხარდასაჭერად „თბილისი 2015“-ის საიმიჯო ბანერები განათავსა 150 პატარა და 97 დიდ ავტობუსზე, თბილისის მეტროს 149 ვაგონსა და “რიყე-ნარიყალას” საბაგირო გზის 7 გონდოლაზე.

ასევე, ფესტივალის დროშებით მოირთო მეტროს სადგურები და შეიფუთა საბაგიროს ქვედა სადგური. 20 ივლისიდან 3 აგვისტომდე თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო) უფასოდ მოემსახურება ოლიმპიადაში მონაწილე ახალგაზრდა სპორტსმენებს, საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, აკრედიტირებულ ჟურნალისტებსა და ოლიმპიურ ფესტივალზე ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს.

სატრანსპორტო კომპანია ულოცავს თბილისელებს და სრულიად საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიადის დაწყებას და წარმატებას უსურვებს სპორტსმენებს.

banner
წინა სტატიაშისაგადასახადო თაღლითობაში ბრალდებული ბერლუსკონი შესაძლოა რუსეთის ეკონომიკას ჩაუდგეს სათავეში
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო…