ოლანდმა პუტინს სამი პირობა წაუყენა

ოლანდმა პუტინს სამი პირობა წაუყენა

ოლანდმა პუტინს სამი პირობა წაუყენასაფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გუშინ პარიზში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან სირიის თემაზე მოლაპარაკება გამართა. ქვეყნის ლიდერები “შეეცადნენ სირიაში გარდამავალი ეტაპის ხედვებში განსხვავებების შემცირებას” – ნათქვამის “როიტერსის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

სააგენტო “როიტერსის” წყაროს ცნობით, პუტინი და ოლანდი საფრანგეთის მიერ წამოყენებულ სამ პირობას განიხილავდნენ, რომელიც რუსეთთან სირიის საკითხზე თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს სხვა ქვეყნებს. პარიზი რუსეთისგან ითხოვს საჰაერო დარტყმები ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდაზე განახორციელოს და არა სხვა დაჯგუფებებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოს და დაიწყონ გარდამავალი პროცესი ასადის რეჟიმის დასამხობად.

შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რომლის შემდეგაც პუტინი, მერკელი, ოლანდი და პოროშენკო “ნორმანდიული ოთხეულის” მოლაპარაკებებს შეუდგნენ. მათ აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის მოგვარებაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე გობეჯიშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაCoca-Cola-მ და McDonald’s-მა ბლატელის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს