ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ყოველკვარტალური ანგარიში მომზადდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მეორე ყოველკვარტალური ანგარიში მომზადდა.
როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში 2015 წლის აპრილი-ივნისი პერიოდს მოიცავს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით.
“დოკუმენტი ეყრდნობა ღია და საჯარო წყაროებს. ანგარიში ინგლისურ ენაზეა მომზადებული და მისი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის, იქნება ეს სახელმწიფოები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე, რათა გაგრძელდეს და გაძლიერდეს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარკვევებზე. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება ადამიანების წამებასა და არასათანადოდ მოპყრობაში და უკანონო დაკავებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების უფლება, მასიურად დარღვეულია საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებამ აღნიშნული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა”, – აცხადებენ სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას დედა სასამართლოზე მხოლოდ ბრალდების მხარემ დაკითხა
შემდეგი სტატიაგიორგი ღვინიაშვილი – საქართველოს ემბარგო ემუქრება