ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე რეზოლუციების ვერც ერთი პროექტი კენჭისყრაზე ვერ გავიდა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის და უმცირესობის რეზოლუციების პროექტებს განიხილავდნენ, ისე დასრულდა, რომ არც ერთი პროექტი კენჭისყრაზე არ გავიდა.
დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მსჯელობა და მუშაობა ქუთაისში გაგრძელდება და სავარაუდოდ, 24 ივლისს საკითხი რიგგარეშე სესიაზე გავა. დისკუსიისას შეუთანხმებლობის ერთ-ერთი თემა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმება იყო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” პროექტში წერია და რასაც უმრავლესობის წარმომადგენლები მხარს არ უჭერდნენ. გარდა ამისა, არსებობს შეუთანხმებლობა ცალკეულ ფორმულირებებთან დაკავშირებით, რაც, ძირითადად, რეზოლუციის ტონალობისა და სიმწვავის ხარისხს ეხება.
მხარეების მიერ გამოითქვა სურვილი, რომ მოხდეს რეზოლუციის ერთიან ვარიანტზე შეჯერება. თუმცა მოსალოდნელია, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთიან დოკუმენტზე ვერ შეთანხმდებიან და პარლამენტს ორი სხვადასხვა რეზოლუციის პროექტი წარედგინება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, სირთულემ არ შეგვაცდინოს