ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების საკითხი მიმდინარე კვირას გაირკვევა

მიმდინარე კვირას გაირკვევა საბოლოდ რომელ რეზოლუციას მიიღებს პარლამენტი ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. ეს პარასკევის სხდომაზე გადაწყდება. რეზოლუციის ორი პროექტიდან ერთი ნაციონალურ მოძრაობას, მეორე კი უმრავლესობას ეკუთვნის. ორივე გარკვეულ რეკომენდაციებს მოიცავს მთავრობისადმი.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი ზუსტად ასახავს რუსეთის მიერ ჩადენილ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას.

ნაციონალური მოძრაობის რეზოლუციის მიხედვით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი უნდა გაუქმდეს, რაც უმრავლესობასთან შეუთანხმებლობის ერთერთი მიზეზი გახდა.

საპარალამენტო უმცირესობას ასევე მიაჩნია, რომ მათი პროექტი რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების საშუალებას იძლევა.

banner
წინა სტატიაში12 წლის ბავშვების სტრიპტიზი ღამის კლუბებში… სკანდალი რუსეთში (ფოტო-ვიდეო)
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ბრილიანტის შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს