ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმაოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამხრეთ ოსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის პროექტი ცხინვალიდან უკვე მიღებულია და პუნქტების შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს.

„ჩვენ ურთიერთობაში დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის შესახებ, რომელიც გაფანტავს სპეკულაციას, რას გულისხმობს ჩვენს ქვეყნებს შორს არსებული კავშირი,” – ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულებაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ აფხაზეთთანაც იგეგმება.

დღესვე განცხადება ამ საკითხზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ურთიერთობები მეგობრულ ჭრილში ვითარდება და ყველა ნაბიჯი გეგმური ხასიათის მატარებელია.

„ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს სამხრეთ ოსეთის ანექსიას და მიერთებას, უნდა შეწყდეს. ეს დოკუმენტი მეტყველებს იმაზე, რომ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის საზღვარი დგინდება,” – განაცხადა დავით სანაკოევმა.

banner
წინა სტატიაში“გვენეტაძე მაღალი კლასის იურისტია, მაგრამ მისი დანიშვნის საკითხს შუშის სასახლეში გადაწყვეტენ,”
შემდეგი სტატიაპროკურორი – გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებამ შესაძლოა, საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს