ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელწიფოებთან, რომელთაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ აქვს.

პრეზიდენტი მთავრობას საყვედურობს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიების არააღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელწიფოებთან, რომელთაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ აქვს.
როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში განაცხადა, საქართველოს აქვს საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, დევნილთა დაბრუნების საკითხებში. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, სწორედ ამის შედეგია დევნილთა თემაზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა.
“არაღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ აქვს. აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას: არაღიარება მიზნად არ ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იზოლაციას. პირიქით – იქ მცხოვრები ადამიანები დევნილებთან ერთად, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია. ჩვენ ვესწრაფით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ჩვენი თანამოქალაქის სრულფასოვან განვითარებას. გვსურს, რომ მათ სრულად ისარგებლონ სიკეთეებით, რაც ქართული სახელმწიფოს მშენებლობას და საქართველოს ევროინტეგრაციას მოაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის შემთხვევა სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა