ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს

ოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს. ამაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტო მასალა მეტყველებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს. მათი განმარტებით, დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ოკუპირებული რეჟიმი “მწვანე კვირეულში” არ მონაწილეობს. უწყების განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, ეს ფაქტი აღიკვეთა.

რაც შეეხება ინტერნეტით გავრცელებულ მასალას, საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ფოტოებზე ასახული სტენდი არსებობს, თუმცა მისი მოწყობა კერძო პირების ინიციატივა იყო და ამჟამად გამოფენის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირების მიზნით.

banner
წინა სტატიაშიგორში მოხუცის დაყაჩაღების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაახალსოფელში 42 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს