ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ღვინჯილია ქურდობისთვის დააკავეს

N3YghI5PkdEმსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში ირაკლი ღვინჯილია, მოსკოვში ისტორიულ ქართულ ქუჩაზე (,,Грузинский Вал,,) მდებარე კაფე ,,შოკოლადნიცაში,, ერთერთი კლიენტისაგან 70.000 რუსული რუბლის მოპარვის  გამო დააკავეს.

ქურდობა მოხდა წელს იანვრის თვეში. კაფეში მყოფმა კლიენტმა, რომელიც ერთერთი კომპანიის დირექტორი გახლავთ, პოლიციას შეატყობინა კოსტიუმის ჯიბიდან 70.000 რუბლის დაკარგვის გამო. პოლიციამ გარკვეული დროის განმავლობაში შესძლო ქურდის ვინაობის დადგენა. ის ოთხგზის ჩემპიონი ირაკლი ღვინჯილია აღმოჩნდა. მან მაშინათვე აღიარა ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ ეს თანხა საკუთარი საჭიროებისათვის უკვე დახარჯა და პატრონს ვერ დაუბრუნებდა. პოლიციამ გაითვალისწინა სპორტსმენის აღიარებითი ჩვენება და ის გაუსვლელობის ხელწერილით სასამართლომდე გაანთავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ 1986 წელს თბილისში დაბადებული კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი და რუსეთის კიკბოქსინგის ფედერაციის წევრი ირაკლი ღვინჯილია მეტსახელად ,,მამლუქი,,, თავიდან საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობდა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონიც იყო, თუმცა მერე რუსეთის სახელით გამოსვლა არჩია. 2004 წელს მან პირველად მოიპოვა K-1 ვერსიით კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ცეცხლი შეწყვიტა
შემდეგი სტატიამშვიდობის პირველი დილა უკრაინაში