ოთარ ჩრდილელი: რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა “ნაციონალები” მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ

რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა “ნაციონალები” მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა გააკეთა.
ჩრდილელის აზრით, “რუსთავი 2”-ში ისმის არა ხალხის ხმა, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” სიძულვილის ხმა.
“თქვენ გადარდებთ არა “რუსთავი 2”-ის დამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ “რუსთავი 2” თქვენგან არ იყოს დამოუკიდებელი. ის, რომ “რუსთავი 2” პარტიულ ჩარჩოშია ჩარჩენილი და არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ადასტურებს, თუ ვინ მუშაობს ამ ტელევიზიაში: ნიკა გვარამია სააკაშვილის დროს განათლების და იუსტიციის მინისტრი, ამჟამად “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი. ამ თანამდებობების პარალელურად, გვარამია ტრაგიკომიკოსი რეჟისორის მიხეილ სააკაშვილის პირადი მემომტაჟე იყო; ზაზა ბიბილაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრი, პარალელურად, “რუსთავი 2”-ის ადვოკატი; ნინო ნაკაშიძე – სააკაშვილის დროს ელჩი ჩეხეთში, ამჟამად “რუსთავი 2”-ის საზღვარგარეთ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; დიმიტრი ძაგნიძე – პრეზიდენტ სააკაშვილის საპარლამენტო მდივანი, ამჟამად, ბიბილაშვილთან ერთად ზეპარტიული “რუსთავი2”-ის ადვოკატი. დანარჩენი თქვენ დაამატეთ, “ნაციონალური მოძრაობის” რომელი ლიდერის და მაშინდელი ძალოვანის ცოლი მუშაობს და კეკლუცობს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში თავისუფალ სიტყვაზე, დემოკრატიაზე, პლურალიზმზე. ეს ყველაფერი სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. რატომ ცა და დედამიწა არ შეერთდება, როცა “ნაციონალები” მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ”, – განაცხადა ჩრდილელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ისჯებიან ისინი ვინც უპირისპირდება, ივანიშვილის ხელისუფლებას
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე!