ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს თბილისის მერია აღადგენს

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს თბილისის მერია აღადგენსდედაქალაქის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანებულ ნაწილს უმოკლეს ვადაში აღადგენს, – ამის შესახებ 9 აპრილის ბაღში ჟურნალისტებს მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვალერი პაპიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დაზიანებულია მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის წარწერა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და უკვე აღძრულია საქმე.
“დედაქალაქის მერია ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლზე დაზიანებულ წარწერას უმოკლეს ვადაში აღადგენს”, – განაცხადა ვალერი პაპიაშვილმა.
მისივე თქმით, ბაღს მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იცავენ.
“თუ საჭიროდ ჩათვლის გამოძიება, დაიკითხება ის თანამშრომელი, რომელიც გუშინ მორიგეობდა”, – განაცხადა ვალერი პაპიაშვილმა.
9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი სავარაუდოდ წუხელ დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა – “ოთარ მეღვინეთუხუცესი” მთლიანად მოგლეჯილია.

banner
წინა სტატიაშირა საკითხები განიხილეს ღარიბაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენმდივანმა
შემდეგი სტატიაპაკისტანში საფრანგეთის საელჩოსთან შეტაკებები დაიწყო