ოთარ დანელია: ციტრუსის და მწვანილის რუსეთში გატანის კუთხით პრობლემებს არ ველოდებით

სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მისი მრჩევლის “როსსელხოდნადზორში” ვიზიტის ფარგლებში, ტექნიკური და მეთოდოლოგიური საკითხები შეთანხმდა. როგორც ოთარ დანელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მრჩეველი რუსეთში იმყოფება და მორიგ შეხვედრას მართავს.

“ძალიან კარგი ინფორმაცია გვაქვს ამ მიმართულებით. ციტრუსის კუთხით, რუსეთში ექსპორტის თვალსაზრისით არანაირ დაბრკოლებას არ ველოდებით. ასევე, მწვანილის ნაწილში მივაღწიეთ შეთანხმებას. უფრო მეტიც, ენდობიან ჩვენს ექსპერტიზას. სპეციალისტები არ ჩამოვლენ საქართველოში რუსეთის მხრიდან, თავიდან ბოლომდე მოგვანდობენ ამ პროცესს და ჩვენ შევძლებთ ექსპორტის დაწყებას. ახლა პროცედურები მიმდინარეობს, რომ უწყებათაშორისი მეთოდოლოგია განისაზღვროს. შენარჩუნებული იქნება ერთი ფანჯრის პრინციპი, როგორც ციტრუსის, ისე მწვანილის ნაწილში”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

რაც შეეხება მწვანე კულტურის ექსპორტის რაოდენობას, დანელიას განცხადებით, საქართველოს დაახლოებით 20-30 ათას ტონამდე მწვანე კულტურების ექსპორტის პოტენციალი აქვს.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში: მე დევნილის სტატუსი არ მაქვს, ვარ საქართველოს მოქალაქე
შემდეგი სტატია“საქართველოს ბანკი” დაკარგულ თანხასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს