ოთარ დანელია: ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს

რთველი 2015-ის დაწყებასთან დაკავშირებვით სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრიფინგი გამართა. ოთარ დანელია დღეს კახეთში განვითარებულ პროცესებს და მევენახეების პროტესტს გამოეხმაურა. სოფლის მეურნეობის მინისტრი პროცესს მართულს უწოდებს.

“საფუძვლიანი ეჭვი მაქავს, რომ პროცესები მართულია, რადგან ერთდროულად რამოდენიმე მიტინგის მოწყობა, ძალიან ორგანიზებულად ყველაფრის გაკეთება და ახალი ტრენდი – ვაზის გაჩეხვის მუქარები. ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს. სპეკულაცია ამ თემით ძალიან მიუღებელია,” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ მედიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რთველი 2015 -თან დაკავშირები. მისი თქმით, ქარხნებს უკვე ჩაბარებული აქვთ 4 ათასი ტონა ყურძენი და პროცესი გრძელდება. მინისტრი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მეტ აქტივობას ელოდება.

ფასთან დაკავშირებით ოთარ დანელია აცხადებს, რომ მას სახელმწიფო ვერ დაადგენს, რადგან ბიზნესის საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

წელს ყურძნის მოსავალი უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა, თუმცა მინისტრის თქმით, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი: ლარის მთავარი პრობლემა საქართველოს უნიათო მთავრობაა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა