ოთარ დანელია – მინისტრის კიდევ ერთი პორტფელის შემოღებას ძალიან ძლიერი არგუმენტაცია სჭირდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას აზრით, ძალიან ძლიერი არგუმენტაცია სჭირდება მთავრობაში მინისტრის კიდევ ერთი პორტფელის შემოღების გადაწყვეტილებას.
როგორც დანელიამ ჟურნალისტებს მთის მინისტრის თანამდებობის შემოღების თაობაზე უმრავლესობის წევრების მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნულის მიზანშეწონილობაზე მით უფრო მნიშვნელოვანია დაფიქრება იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის შემცირებაზეა საუბარი.
“ამ თემასთან დაკავშირებით მე არ ვფლობ ინფორმაციას. ალბათ საინტერესო იქნება არგუმენტაცია, რადგან, ჩემი აზრით, დღეს არსებობენ სამინისტროები, რომლებიც ამ მიმართულებას კურირებენ, მით უმეტეს როცა ჩვენ ვსაუბრობთ ბიუჯეტის შემცირებაზე, რამდენად მიზანშეწონილია დამატებითი მინისტრის პორტფელის გაჩენა, ამას ძალიან ძლიერი არგუმენტაცია დასჭირდება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
პარლამენტში შესულია ინიციატია, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ განვითარებას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – “ხუდონჰესის” პროექტზე დეტალები 1-ლი ივლისისთვის გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაპროკურორი – როგორც წესი, ერთ საქმეზე ბრალდებულ პატიმრებს ერთ საკანში არ ათავსებენ