ოთარ დანელია კომპანიის Louis Dreyfus Commodities წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აგროსასურსათო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი უმსხვილესი კომპანიის Louis Dreyfus Commodities (ლუის დრეიფუს ქომოდითის) წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანიის მფლობელის, მარგარიტა ლუის დრეიფუსის 2015 წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის შეხვედრის დროს დაიგეგმა.

აგროსასურსათო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი კომპანია Louis Dreyfus Commodities საქმიანობას 90 ქვეყანაში ახორციელებს და 77 მილიონ ტონა საქონელს პირველად წარმოებას, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს. კომპანიის მესვეურებმა გამოთქვეს სურვილი საქართველოში კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა დააფუძნონ და სრული საწარმოო ციკლის შექმნის თაობაზე.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის იმ დარგებზე ისაუბრა, რომელთა მიმართაც, კომპანიის წარმომადგენლებმა, საქმიანობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს.

მინისტრმა სტუმრებს პროექტის „დანერგე მომავალი“ დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ პროექტი ითვალისწინებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და მისი ერთ-ერთი მიზანი საექსპორტო პოტენციალის ოთარ დანელიამ კომპანიის წარმოამდგენელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის 2014 წლის ანგარიში, დარგის განვითარების ხუთწლიანი სამომავლო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სახელმწიფოს ხელშეწყობით დაფინანსებული საწარმოების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – ურთიერთობები, რომელიც საკრებულოს ფრაქციის წევრებთან მაკავშირებს, არასდროს გაქრება
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს მიმართავს