ოთარ დანელია: ვაკის საწყობში ჩარჩენილია 30 ტონა გაფუჭებული ხორცი, რისი გატანაც ინტენსიურად მიმდინარებს

საქართველოს სოფლის მეურნების მინისტრის ოთარა დანელიას განმარტებით, სვანიძის ქუჩაზე მდებარე ვაკის საწყობში ჩარჩენილია 30 ტონა გაფუჭებული ხორცი, რისი გატანაც ინტენსიურად მიმდინარებს და დღის ბოლომდე საწარმო მთლიანად დაიცლება.

მისივე თქმით, პროცესში ჩართულია სურსათის უვნებლობის სამსახური. დანელიას განცხადებით მკვდარი ცხოვლები და სურსათი დამუშავდება კრემატორიუმში.

„მობილიზებულია მელიორაცია, რომელიც ცდილობს გადაიტანოს კალაპოტი თავის პირვანდელ ნაწილში. შესაბამისად ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში ეს სამუშაოები უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ უკვე მდინარის მეორე სანაპიროზე მისადგომები გვქონდეს,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულებს შესაძლოა ბანკებმა სესხები აღარ გადაახდევინონ