ოთარ დანელია დღეს პარლამენტში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დღეს პარლამენტში რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ოთარ დანელია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და აგრარულ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რთველი 2015-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
სხდომას ღვინის კომპანიის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და მევენახეები დაესწრებიან.
უწყების ინფორმაციით, პარლამენტში ოთარ დანელიას გამოსვლა მინისტრისა და შესაბამისი კომიტეტების წინასწარი კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდა. მინისტრმა სხდომაზე ინფორმაციის მიწოდების სურვილი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით გამოთქვა.
ყურძნის ჩაბარების ფასის საკითხზე კახელი მევენახეების პრობლემასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს სხდომის ჩატარებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის მცდელობის ბრალდებით სამი ქალბატონი დააკავეს
შემდეგი სტატიაბანკებში დოლარის ფასი 2.43-დან 2.46 ლარამდე მერყეობს