ოთარ დანელიას მრჩეველს მოსკოვში ელოდებიან

13 აგვისტოს მოსკოვში “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს ზურაბ ჩეკურაშვილს შეხვდება.

აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი”, “როსსელხოზნადზორზე” დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მხარეები დიალოგის მსვლელობისას ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავენ.
banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა დავით ნარმანიამ განახლებული „დინამო არენა“ დაათვალიერა
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაშის ადვოკატი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მიმართავს