ოთარ დანელიამ ამბასადორიალზე აგრარულ დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – “ამბასადორიალი 2015” აგრარულ დარგში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
როგორც “თაიმერს” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს პრიორიტეტია და დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები განხორციელდა. ოთარ დანელიამ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მიღწევები გააცნო და სოფლის მეურნეობის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა.
“სამინისტროს ინიციატივით მომზადდა ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული მუშაობა დავიწყეთ, შესაბამისად, საჭიროა საელჩოების მხრიდან ხელშეწყობა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. აუცილებელია ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატიური მისიების გააქტიურება”, – განაცხადა დანელიამ.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამბასადორიალზე აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში დადებითი დინამიკაა. არსებობს პოტენციალი და, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ოფიციალურად 2 სექტემბერს გაიხსნა. ამბასადორიალი 4 სექტემბერს დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია ხულოში მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას ხვალიდან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავს