ოზურგეთში გუბერნიის შენობის წინ 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

ვაკის საცურაო აუზთან მოქალაქე

გუშინ გვიან ღამით, 26 წლის ახალგაზრდა ოზურგეთში, გუბერნიის შენობის წინ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას რამდენიმე უცნობი პირი თავს ფულის გამოძალვის მიზნით დაესხნენ. დაჭრილი ნესტორ მახარაძე, 26 წლისაა და ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია.

“1989 წელს დაბადებული ნესტორ მახარაძე სამედიცინო ცენტრში დღეს დილის 5:00 საათზე შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი-ნაკვეთი ჭრილობები, მათ შორის მარცხენა ბარძაყის არეში, ჭრილობები იყო გულ-მკერდის და ზურგის არეში. სხვადასხვა ზომის და სიმძიმის სულ 7 ჭრილობა. პაციენტი იყო დაკვირვების ქვეშ, დაუმუშავდა ჭრილობები, გაუკეთდა მუცლის ღრულ ექოსკოპია და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დღეს დილით გაეწერა ბინაზე“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის ქირურგმა, დავით დოლიძემ.

მომხდარზე გამოძიება 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

щя

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
შემდეგი სტატიარუსეთის მხარდამჭერი აქცია თბილისში- თავისუფალი ზონის წევრებს ფიზიკურად გასუწორდნენ