ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მელექედური-დვაბზუს შემაერთებელი 2კმ და 250-მეტრიანი გზის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მელექედური-დვაბზუს შემაერთებელი 2კმ. და 250-მეტრიანი გზის მშენებლობა ერთი თვის ვადაში დასრულდება.

როგორც “თაიმერს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამშენებლო სამუშაოებს შპს “გზამშენი-18” ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება – 660 000 ლარს შეადგენს. მელექედური-დვაბზუს შემაერთებელი გზის მშენებლობის პროცესს, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გურიის მხარეში გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე დაესწრნენ. “მელექედური-დვაბზუს შემაერთებელი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ხორციელდება. პარალელურად წესრიგდება სანიაღვრე არხებიც. მოსახლეობა გზის არ არსებობით მუდამ შეწუხებული იყო და წლების განმავლობაში უგზოობა მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენდა”, – განაცხადა გია სალუქვაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ მანავში ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
შემდეგი სტატიათურქეთში ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა