ოდესის პოლიციამ მთვრალი გენერალი და პოლკოვნიკი დააკავა… (VIDEO)

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ახალი საპატრულო პოლიცია არ შედრკა, როცა 25 სექტემბერს ამ ქალაქის ქუჩებში მოსეირნე ,,მერსედესის,, მარკის ჯიპში მსხდომი მთვრალი უკრაინელი პოლკოვნი და გენერალ-მაიორი დააკავა…

გავრცელებული ინფორმაციით, პოლკოვნიკი რომელიც აღნიშნულ ,,მერსედესს,, მთვრალ მდგომარეობაში მართავდა, ოდესის მე-14-ე ბრიგადის მეთაური აღმოჩნდა, ხოლო გენერალ მაიორის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება. დაკავებულების საქმით უკვე სამხედრო პროკურატურაც დაინტერესდა…

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის გამოვლენაში, აქტიური მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივმა აქტივისტებმა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიკიმ კარდაშიანმა რომის პაპს “ნარკოტიკი” უწოდა
შემდეგი სტატიააფხაზეთი: კონფრონტაციიდან ტრანსფორმაციამდე