ოდესის მერი გუბერნატორს უპირისპირდება…?

ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილსა და ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზი, გუშინ ოდესის მერის მიერ ვიცე-მერად დანიშნული კადრი შეიძლება გახდეს…

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა, ახალ ვიცე-მერად, სააკაშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ სახალხოდ გაყრილი ოდესის ოლქის ანტიკორუფციული სამმართველოს ერთ-ერთი წევრი ანდრეი კოტლიარი დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოლქის ანტიკორუფციული სამმართველო, რამდენიმე დღის წინ, ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, უმექმედობაში, უკონტროლობისა და კორუფციისათვის ხელის შეწყობაში დაადანაშაულა და დაშალა.  ოდესის მერმა კი, ამ სამმართველოს ერთ-ერთი წევრი ვიცე-მერად დანიშნა.

banner
წინა სტატიაშითეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიამამუკა ჩარკვიანი: „ჩემი ყველა საქციელი რაღაც სიგიჟესთანაა კავშირში!