ობუჯის გამგებლი მარტვილში

ობუჯის გამგებლი

ობუჯის გამგებლი გუშინ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილს სტუმრობდა,სადაც  მარტვილელ ამომრჩეველს შუალედურ არჩევნებში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია წარუდგინა.

იმისთვის, რომ მმართველ კოალიციას პრემიერის შეხვედრაზე ხალხი მოეგროვებინა, მათი მობილიზაცია მეზობელი რაიონებიდან – წალენჯიხა, ჩხოროწყუ, აბაშა, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, მოახდინეს. ამის შესახებ ინფომაციას მარტვილის “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის რაიონული ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით შეხვედრაზე იმყოფებოდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯის გამგებლი თორნიკე კაკაჩია,ზუგდიდის რაიონის სოფ. რუხის გამგებლის წარმომადგენელი ლიკა ქვარცხავა.

qvarcxava

რაც შეეხება ადგილობრივებს, სამსახურებიდან გათავისუფლების მუქარით მიიყვანეს შეხვედრაზე პედაგოგები და საჯარო სამსახურში დასაქმებულები. საბავშვო ბაღის აღმზრდელები კი მოატყუეს უფროსთანაა შეხვედრაო და პრემიერის ვიზიტზე მოიყვანეს რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან.

banner
წინა სტატიაშიმამაჩემი გმირია!!!
შემდეგი სტატიარუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო არმიის იერიშებს 44 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა