ობამა: საფრანგეთს უკვე აღარ ვჯაშუშობთ

ობამა: საფრანგეთს უკვე აღარ ვჯაშუშობთ

ობამა: საფრანგეთს უკვე აღარ ვჯაშუშობთაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ფრანგ კოლეგასთან ფრანსუა ოლანდთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ უკვე არ ადევნებს თვალყურს საფრანგეთს.

ობამამ ოლანდს ვიკილიქსზე გამოქვეყნებული ცნობის შემდეგ დაურეკა, სადაც ნათქვამი იყო იმაზე, რომ ამერიკის ნაციონალური უშიშროების სააგენტო საფრანგეთის მოქმედ და მის ორ წინამორდებ პრეზიდებტებს უსმენდა და თვალყურს ადევნებდა.
საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურის დელეგაცია აშშ-ში ჩასვლას აპირებს საქმის დეტალების გაცნობის მიზნით.

ვიკილიქსზე გამოჩენილმა ცნობამ საფრანგეთის მთავრობაში მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მსგავს მოქმედებებს არ მოითმენს, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროება შეიძლება წარმოქმნას.
პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა აშშ-ს მოუწოდა სასწრაფოდ მოიმოქმედონ რაიმე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ დაიძაბოს.

საფრანგეთში აშშ-ს ელჩი ჯეინ ჰარტლი უკვე იყო გამოძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებების მისაცემად.

ხმაურის მიუხედავად, ცნობა იმის შესახებ რომ აშშ ფარულ თვალთვას ახორციელებს საფრანგეთის პრეზიდენტის მიმართ, რამდენიმე თვის წინ უკვე გამოაქვეყნა ვიკილიქსმა, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში იყვნენ.

კულისებს მიღმა ამერიკული და ფრანგული უშიშროების სამსახურები ძალიან მჭიდროდ თანამშომლობენ ერთმათნეთთან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში აშშ-ის ელჩად იან კელი დამტკიცდა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე პარლამენტში განხილვები იწყება