ობამა რუსეთს უკრაინაში აგრესიის გაძლიერებაში ადანაშაულებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საუბრისას, რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიის გაძლიერებაში დაადანაშაულა.

,,ჩვენ გვქონდა საშუალება გვემსჯელა რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიული პოზიციების გაძლიერების შესახებ,, განაცხადა ბარაქ ობამამ ნატოს ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ.

ამასთანავე, ნატოს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდეს დონბასში დაპირისპირებულ მხარეებს, რომ განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმებები, რომელთა დარღვევა, მათი აზრით, სულ უფრო და უფრო ხშირდება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ამ წუთებში 26 მაისისადმი მიძღვნილი კონცერტი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგოგა ხაჩიძე კომენტარს აკეთებს