ობამა: ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა გაყინოს

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებაა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელისმოწერისთვის, თეირანმა ბირთვული პროგრამა მინიმუმ 10 წლით უნდა გაყინოს.

რეიტერთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ იმის შანსი, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი ირანთან შეთანხმებას მიაღწევენ, ძალიან მცირეა, ამასთანავე „ნებისმიერი ალტერნატივა უარესი იქნება“ – თქვა მან.
დღეს აშშ-ს კონგრესზე სიტყვით გამოვა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ირანის მიმართ წამოყენებული წინადადების წინააღმდეგ გამოვა.
ობამას სიტყვებით, ისრაელის პრემიერ-მინსიტრი არ იყო მართალი, როცა გასულ წელს თეირანთან მიღწეული დროებითი შეთანხმების წინააღმდეგი გამოვიდა.
„ნეთანიაჰუმ ბევრი სხვადასხვაგვარი განცხადება გააკეთა იმაზე, რომ ეს იქნება საშინელი შეთანხმება, რომ ირანი მიიღებს 50 მილიარდს და არ შეასრულებს ხელშეკრულების პირობებს, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა“ – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
„ამ დროის მანძილზე, როგორც ვხედავთ, ირანს საკუთარი ატომური პროგრამა არ გაუგრძელებია. რაღაც გაგებით, მან პროგრამის შემოტრიალებაც კი დაიწყო“ – აღნიშნა ობამამ.
აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნის ხარჯზე ატომური პროგრამის ფარგლებში შეთანხმებას მიაღწიონ.
დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნას ცდილობს. ირანი ამას უარყოფს.
აშშ-ს გენერალური მდივანი ჯონ კერის, რომელმაც ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამედ ჯავადომ ზარიფთან კოლაპარაკებები გამართა, აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევა 31 მარტამდე სურდა.
ობამას სიტყვებით ირანმა თანხმობა უნდა გამოაცხადოს და ატომურ პროგრამაზე უარი უნდა თქვას მინიმუმ 10 წლით. ამავე დროს სუზან რაისმა, რომელიც ობამას მრჩეველია უშიშროების საკითხებში, კონგრესს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარი არ დაუჭირონ მოლაპარაკებების მსვლელობის განმავლობაში.
„კონგრესმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაში, მაგრამ მან ახლა ხელი არ უნდა შეუშალოს თამაშს“ – განაცხადა რეისმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა: „ოთხეულის“ ლიდერები დამკვირვებლების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიააშშ-ს დაზვერვა: პუტინი მარიუპოლის აღებას აპირებს