ობამა და კემერონი Google-ს და Facebook-ს მონაცემებზე წვდომას სთხოვენ

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ატომური პროგრამის გამო ირანის მიმართ ახალი სანქციების დანიშვნის წინააღმდენგი არიან.
ერთობლივ კონფერენციაზე ორი ქვეყნის ლიდერმა ამერიკის კონგრესს მოუწოდა თავი შეიკავონ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციებისგან.
ომაბამ მხარი თეირანთან მოლაპაარკებების გაგრძელებას დაუჭირა.
აშშ-ს პრეზიდენტის და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი „ატლანტიკურ სოლიდარობას“ და მზაობას გაუსვეს, ერთად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ.
შეხვედრაზე ობამამ და კემერონმა ასევე კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებაზე ისაუბრეს და საერთო პროგრამები შეიმუშავეს. მათ კომანიებს Google და Facebook-ს მოუწოდეს აშშ-ს და გაერთიანებულ სამეფოს მისცენ წვდომა კომპანიების დაშიფრულ მომაცემებზე, რომ სახელმწიფოებისთვის ტერორიზმში ეჭვმიტანილების საუბრები ხელმისაწვდომი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიქრისტეს ექსტრემისტულად გამოსახვისთვის რუსეთის მოქალაქეს ციხე ემუქრება
შემდეგი სტატიამდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს