ობამას განცხადებით რუსეთის ეკონომიკისაგან მხოლოდ რქები და ფეხებიღა დარჩა

აშშ-ს კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში, პრეზიდნტმა ობამამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაუბრუნდა თავდაჯერებულ ეკონომიკურ ზრდას, დაამთავრა ომი ერაყში, ავღანეთში და ახლა თავდაჯერებულად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მდგომარეობა მყარია. ამ სიტყვებს კონგრესის ორივე პალატა ტაშით შეხვდა. ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიღწევების კომენტირებისას, მაგალითად მოიყვანა რუსეთის იზოლაცია და განაცხადა, რომ ამერიკა მიმდევარია იმ პოლიტიკის, რომელსაც დიდი ქვეყნის მიერ პატარა ქვეყნის დაჩაგვრაზე წინააღმდეგობა ჰქვია, ამიტომ აშშ ეწინააღმდეგება რუსეთს, ეხმარება უკრაინის დემოკრატიას და ამ საქმეში თავის პარტნიორებსაც ნატოში მხარს უჭერს.
,,გასულ წელს, ჩვენ მძიმე სამუშაო გავწიეთ იმისათვის, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოხვედრილიყო. მაშინ ზოგიერთები ლაპარაკობდნენ, რომ უკრაინის აგრესია, ბატონი პუტინის სტრატეგიული ძალისა და აზროვნების ოსტატური დემონსტრაცია იყო… ახლა კი ასეა: აშშ და მისი მოკავშირეები ძლიერი და ერთიანია, რუსეთი კი იზოლირებული. მისი ეკონომიკისაგან კი, მხოლოდ რქები და ფეხებიღა დარჩა,, განაცხადა ობამამ.

banner
წინა სტატიაში“მარჯვენა სექტორის’ ლიდერი, რომელიც მოხალისედ იბრძოდა დონეცკის აეროპორტში თავის არეში დაიჭრა
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე – გამოძიება საწყის ეტაპზეა და დადასტურებულად რაიმეს განცხადება არ შეიძლება