ობამასადა კონგრესს შორის ირანის საკითზე დაპირისპირებაა

გასულ ნოემბერს აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების დროს რესპუბლიკელთა გამარჯვებამ კონგრესში მათ ხმების დიდი უმრავლესობა მოუტანა, რაც ობამასა და კონგრესს შორის შეუთანხმებელ საკითხებზე მოსალოდნელი დაპირისპირების საფუძველი გახდა. და აი პირველი დუელი უკვე მზადდება. დაპირისპირების საგანი ირანის ბირთვული პროგრამაა.
კონგრესში დემოკრატთა უმრავლესობის დროს, ობამამ და თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, ირანთან ურთიერთობა სანქციების შემსუბუქებისა და დიალოგის გზით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მნიშვნელოვანი წინსვლა იყო აგრეთვე ჟენევაში, ირანის ბირთვული საკითხებთან დაკავშირებულ P5+1 ფორმატით მოლაპარაკებების ბოლო ტურში. თუმცა კონგრესის ახალი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს პოზიცია არ შედის აშშ-ს ინტერესებში და ის ხელს აძლევს ირანს იმისთვის, რომ მან დრო მოიგოს და ბირთვულ იარაღზე მუშაობა წარმატებით გააგრძელოს. კონგრესი მოითხოვს ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას და ამზადებს ამ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტს. კონგრესი ამ საკითხში პრეზიდენტ ობამაზე ზეწოლასაც აძლიერებს.
პრეზიდენტი ობამა და თეთრი სახლის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ახალი სანქციები ჩაკლავს იმ იმედს, რომელიც მოლაპარაკების გზით ირანის საკითხის გადაწყვეტაზე ჰქონდა მსოფლიო თანამეგობრობას და ზიანს მიაყენებს აშშ-სა და მოკავშირეების ურთიერთობას. პრეზიდენტი ობამას, კონგრესთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

banner
წინა სტატიაშიდემურ გიორხელიძე: ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2-ს გასცდება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მამა ილიამ თავისი გმირობით უკეთესი გახადა საერთოდ მთელი კაცობრიობა