ობამამ სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმებისკენ მოუწოდა

ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამერიკის გამარჯვებაა

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკული სისხლის სამართლის სისტემის ფართომასშტაბური რეფორმებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ გამოტანილი განაჩენები ძალიან მკაცრია და ხშირად ჩადებილ დანაშაულს არ შეესაბამება.
მან ერთკაციანი საკნების სტანდარტების გადახედვა დააანონსა და კონგრესმენებს მოუწოდა მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღონ კანონპროექტი, რომელიც განაჩენის გამოტანის სისტემას შეცვლის.
პრეზიდენტის თქმით, არსებული სისხლის სამართლის სისტემა რასობრივ პრობლემებში დიდ როლს თამაშობს. რასობრივი საკითხი დღემდე მწვავე პრობლემაა აშშ-ში.
რამდენიმე დღის წინ ობამამ 46 თავისუფლებააღკვეთილს განაჩენი შეუმსუბუქა. ისინი არაძალადობრივ დანაშაულთან იყვნენ კავშირში. მათ შორის 14 სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
გარდა ამისა, დღეს პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველად აშშ-ს პრეზიდენტების ისტორიაში ფედერალური ციხის მონახულებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეცვალა
შემდეგი სტატიასსფ : ევროზონას საბერძნეთის ხსნა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი ვალებს ჩამოაჭრის