ობამამ და აბუ-დაბის პრინცმა რუსეთს მოუწოდეს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოლოს

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდააშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და აბუ-დაბის პრინცმა მოჰამედ ბენ ალ-ნაჰაიანმა რუსეთს მოუწოდეს კონცენტრირდეს ექსტრემისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში და არ დაბომბოს სირიის მთავრობის ოპოზიციური დაჯგუფებები – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ბარაკ ობამამ და მოჰამედ ბენ ალ-ნაჰაიანმა სირიაში შექმნილი სიტუაცია გუშინ სატელეფონო დიალოგში განიხილეს.
თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტთან საუბრისას აბუ-დაბის პრინცმა დაადასტურა, რომ სირიაში პოლიტიკური ცვლილებებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა აუცილებელია.
გუშინვე სირიის სახელმწიფო არმიამ რუსული არმიის დახმარებით სირიელი ამბოხებულების პოზიციები დაბომბეს ალეპოსთან ახლოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადის არმიამ შეძლო ამბოხებულების დასახლებიდან განდევნა და მათი პოზიციების დაკავება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ირანი ბალისტიკური რაკეტის გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატია2018 ტონა ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა