ნუ მოჭრით ბზას – საპატრიარქოს და გარემოს დაცვის სამინისტროს მოწოდება

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე თეოდორემ და გარემოს დაცვი მინისტრის მოადგილემ საპატრიარქოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დღესასწაულზე სანერგე მეურნეობაში სპეციალურად გამოყვანილი ბზა ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიყიდება.

კოლხური ბზის უკანონო მოპოვებაზე გარემოსდაცვითი ზედემხევდელობის დეპარტამენტის მიერ კონტროლი გამკაცრებულია. კანონდარღვევისთვის 150-დან 500-ლარის ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშიმოვაჭრე, რომელმაც საქართველოსკენ მომავალი რუსული ტანკების შესახებ თბილისში შეატყობინა, ციხეში ჩასვეს
შემდეგი სტატიამორიგი ავიაკატასტროფა – ორი ავიალაინერი ერთმანეთს შეეჯახა