„ნუ ანადგურებთ კულტურას და ბუნებას,“ – ამ ლოზუნგით აქცია სოფელ დმანისში გაიმართა. 200-მდე ადამიანი კომპანია “RMG GOLD”-ისგან სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.
სოფელ დიდ დმანისში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი სამუშაოები აბულ მუქის ტერიტორიაზე და კვირაცხოვლის ქედზე მათ ცხოვრების ნორმალურ საშუალებას არ აძლევს. როგორც ისინი დღეს აცხადებდნენ მათი სახნავ-სათესი მიწები ქვა ღორღით ივსება რის გამოც ნაკვეთების დამუშავებას ვერ ახერხებენ.
სოფელში აცხადებენ რომ ბოლო წლების განმავლობაში მას შემდეგ რაც კომპანიამ ოქროს მოპოვებითი სამუშაოები დაიწყო ახალგაზრდებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა იმატა.
სოფელი დიდი დმანისის მოსალეობის ბრალდებებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. მიხეილ კვარაცხეილია აცხადებს რომ კაზრეთში მიმდინარე სამუშაოები გარემოზე ზეგავლენას არ ახდენს.