ნუკრი ქანთარია შსს-ს ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საჭიროების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების მზადყოფნის აუცილებლობაზე საუბრობს.
შესაბამისი განცხადება ქანთარიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ამასთან, დეპუტატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებების დაწყებისკენ მოუწოდა.
“ყარაფილაში განხორციელებულმა ტერაქტმა ახალი ათვლის წერტილი გააჩინა. ეს არის დარტყმა ყოველი ჩვენგანისთვის, ხელისუფლებისათვის. ამავე დროს ეს არის ჩვენი ტვირთი – გაიხსნება ეს საქმე მალე თუ მოგვიანებით, რადგან ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა. ის გამოწვევები, რომელიც არის, აუცილებელია, რომ უმკაცრესად და ადეკვატურად იქნას პასუხი გაცემული”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, აუცილებლად დაიწყოს ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური პრევენციული ღონისძიებები, რადგან “ყველგან არის შემოსევა”.
“მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, ერთი მხრივ, ბატონი ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის, მეორე მხრივ, ძალოვანების მიმართ და ეს ბაცილები დროულად უნდა იყვნენ განეიტრალებულნი. დიდი იმედს გამოვთქვამ, რომ პროკურატურა უფრო გააქტიურდება და ისეთ მტკიცებულებებს წარმოადგენს, რომელიც სასამართლოში წყალგაუმტარი იქნება და ყველა ის საქმე გაიხსნება, რომელსაც საზოგადოება ითხოვს. მე მინდა საზოგადოება დავამშვიდო და მან იცოდეს, რომ ჩვენ არ გავჩერდებით და აუცილებლად მოხდება სამართლიანობის აღდგენა. თუკი საჭირო იქნება, შესაძლებელია ამას დასჭირდეს ვადამდელი არჩევნები. ამაზეც კი ჩვენ უნდა წავიდეთ და ვიყოთ აუცილებლად ერთიანი ამ საქმეში. ახლა ინდივიდუალური გარღვევების დრო არ არის, იმიტომ რომ ჩვენს წინააღმდეგ მართლაც მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჭიკაიძის დედა აბაზანაში, გარდაცვლილი იპოვეს