ნუგზარ წიკლაური: უმაქნისი მთავრობა ხართ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საქართველოს “არაფრისმაქნისი” მთავრობა ჰყავს. როგორც წიკლაურმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა , ეს სხვა ბევრ საკითხთან ერთად გამოჩნდა იმ განცხადებებშიც, რომლებიც საქართველოს მთავრობის წევრებმა რუსეთის მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევასთან დაკავშირებით გააკეთეს.
“2012 წლის პერიოდში “ქართული ოცნება” პირდებოდა მოსახლეობას, რომ შეძლებდა ყველა პრობლემის მოხსნას რუსეთთან, შეძლებდა ურთიერთობის დალაგებას იმ ქვეყანასთან, რომელიც არის აგრესორი საქართველოსთვის. ეს დაპირებაც, როგორც თქვენი უკლებლივ ყველა დაპირება აღმოჩნდა უტიფარი ტყუილი და მოსახლეობისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. რაც შეეხება თვითონ მთავრობის პოზიციებს, ქალბატონი ხიდაშელი ბრძანებს, რომ არაფერი ხდება, ბატონი ზაქარეიშვილი იმდენად გაკადნიერდა, რომ ჟურნალისტებზე მოაწყო თავდასხმა და დაადანაშაულა, რომ პროვოკაციებზე წამოეგნენ. ბატონმა კალაძემ საერთოდ გამაოგნებელი რამ თქვა, რომ არ არის პრობლემა თუ რუსები დაიკავებენ მილსადენს, მას აქვს თურმე ახალი პროექტი, რომლითაც დააცილებს მილსადენს ამ ტერიტორიას და ეს მილსადენი მაინც გაივლის. ამ ლოგიკით, შეიძლება თბილისამდე მოუწიოთ ბოლოს ამ მილსადენის ჩატანა. ბატონი ღარიბაშვილი ამ ამბიდან მე-4 დღეს გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთი კარგად მოიქცევა. ეს არის საქართველოს მთავრობის წევრების ლოგიკა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ვლაპარაკობ საქართველოს ხელისუფლების არაორგანიზებულობაზე, დეზორიენტირებულობაზე და არაფრის მაქნისობაზე. ჩვენს ხალხში კრიტიკული განწყობილებები იქმნება, იმიტომ რომ უმაქნისი მთავრობა ხართ და ამას მალე დაგანახებთ ქართველი ხალხი”, – მიმართა წიკლაურმა უმრავლესობის წევრებს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა შსს-დან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატია“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარების წესებს განმარტავს