ნუგზარ წიკლაური: სტიქიური უბედურება ნაწილია იმ დიდი პოლიტიკური სტიქიური უბედურებისა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დაატრიალა

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, სტიქიის დროს სახეზე იყო სახელისუფლებო ვერტიკალის სრული კოლაფსი.
“არანაირი წინასწარი შეტყობინება არ იყო იმისა, რომ სტიქია ახლოვდებოდა. მას შემდეგ რაც ჩამოწოლილი მეწყერი დავინახეთ, ხელისუფლებამ ხალხის გაფრთხილება და ევაკუაცია საჭიროდ არ ჩათვალა. არ არსებობდა მართვის ერთიანი სისტემა. არ არსებობდა იმ ხალხის ერთიანი მართვა, ვინც ანთებული იყო იმისთვის, რომ სტიქიის შედეგები გაენეიტრალებინა. სწორედ ამან მიგვიყვანა მსხვერპლის იმ რაოდენობამდე, რომელიც გვაქვს. საბოლოოდ, რაც შემდგომ დღეებში განვითარდა, როცა გაუფრთხილებლობის გამო თბილისის ცენტრში ვეფხვს ადამიანი შეაჭამეს, ყოველგვარ წარმოდგენას სცდება იმის შესახებ, თუ როგორი უუნარო შეიძლება იყოს მთავრობა. ათასობით ადამიანი, რომელიც სტიქიის ადგილას მუშაობდა იმის ღირსადაც არ ჩათვალეს გაეფრთხილებინათ, რომ პირდაპირ კანალიზაციის წყალი მიუშვეს. ეს კარგად მეტყველებს დამოუკიდებულებაზე, რომელიც ხელისუფლებას მოქალაქეების მიმართ აქვს”, – განაცხადა წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, მომხდარი სტიქიური უბედურება ნაწილია იმ დიდი პოლიტიკური სტიქიური უბედურებისა, რაც “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში დაატრიალა.
წიკლაურმა რეგიონებში შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მთავრობა აღარ ჰყავს.

banner
წინა სტატიაში“როდესაც თბილისში ადამიანები იღუპებოდნენ აშშ-ში ჩვენმა ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ აიღო შვებულება და გაემგზავრა ნიაგარას ჩანჩქერზე დასასვენებლად”
შემდეგი სტატიავინ იქნება ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი- საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს იწყებს