ნუგზარ წიკლაური ირაკლი შოთაძის განცხადებას ეხმიანება

shotadze_irakli_01“რა თქმა უნდა არავითარი ექსტრადირება არ მოხდება. უკვე სამარცხვინო ხდება ქართული სახელმწიფოს მხრიდან და ქართული სახელმწიფოს პრესტიჯი დამაზიანებელი ხდება ასეთი განცხადებების კეთებისას. პრაქტიკულად ყველა ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ჩვენს სახელმწიფოს ააქვს კონფლიქტი ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ბაქოში და პირადად ვნახე ის შეხვედრები რომელიც ქონდა მიხეილ სააკაშვილს მათშორის აზარბაიჯანის უმაღლეს პირებთან. ჩვენ შეგვიძლია რომ ყოველგავრი ყოყმანის გარეშე ვთქვათ რომ ეს არის ის მოთხოვნა, რომ თუ რამეს აკეთებს, ერთადერთი აზიანებს ჩვენი ქვეყნის პრესტიჯს. გადმოცემა მიხეილ სააკაშვილის რა თქმა უნდა არ მოხდება არც აზერბაიჯანის მხრიდან და არცერთი იმ ქვეყნის მხრიდან რომელსაც ოდნავ მაინც ააქვს თავისი სახელმწიფოს პატივისცემა. ყველასათვის კარგად არის ცნობილი რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება პოლიტიკური მიზნით. სწორედ ამიტომ ამას არ გააკეთებს არცერთი ქვეყანა. საქართველოს პროკურატურას მოუწოდებ რომ შეწყვიტოს ესეთი მოთხოვნების გაგზავნა რომელიც უკიდურესად დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისათვის”–აცხადებს ნუგზარ წიკლაური

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და ექსტრადირება მოსთხოვა

banner
წინა სტატიაშიგაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ-ირაკლი შოთაძე
შემდეგი სტატიაკახი კალაძის პირველი კომეტარი