“ნორმანდიული ოთხეულს” შესაძლებელია პუტინი გამოეთიშოს

"ნორმანდიული ოთხეულს" შესაძლებელია პუტინი გამოეთიშოსუკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო მისი რუსი კოლეგისგან განსხვავებით ბერლინში გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან შეხვედრაზე პუნქტუალურად გამოცხადდა – ასე იწყებენ პოროშენკოს ვიზიტზე საუბარს გერმანული მედია საშუალებები.
“სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრაზე გუშინ ახალი განცხადებები არ გაკეთებულა და შეხვედრა პუტინთან შეხვედრისათვის მზადებას უფრო გავდა” – წერს “დოიჩე ველე”.

უკრაინის ლიდერი რამდენიმე წუთით ადრე რომ მოსულიყო დათქმულ ადგილზე, ბრონირებული “მერსედესის” კარების გაღებისთანავე გაიგონებდა სიტყვებს “რუსეთისათვის კამჩატკადან ოდესამდე, ერთიანისთვის და განუყოფელისთვის” – რომელიც კანცლერის უწყებასთან დაიძახა ერთ-ერთნმა აქტივისტმა. ამ სიტყვებისთვის მას უკრაინაში ციხეში ჩასვამდნენ.

“მოპიკეტეები დაახლოებით ოცნი იყვნენ, ძირითადად ასაკიანები, ულტრამემარჯვენე განწყობის, კომუნისტები, რომლებიც პოროშენკოს მოლოდინში ბერლინურ სიცხეს არ შეუშინდნენ და საბჭოთა კავშირის დროშებით იდგნენ მზეში” – წერს დოიჩე წელე.

ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მინსკის ხელსეკრულება შევასრულოთ და არა იმიტომ, რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ – განაცხადა მერკელმა. მისი თქმით, ზუსტად მინსკის ხელშეკრულება უნდა გახდეს უკრაინაში საბოლოო მშვიდობის ფუნდამენტი.

დასავლელი ლიდერები თავიანთ გამოსვლებში უკრაინის ლიდერს აქებდნენ იმისათვის, რომ “მინსკის ხელსეკრულების ფარგლებში კონსტიტუციის რეფორმირებისთვის დიდი პოლიტიკური ძალისხმევა გამოიჩინა”.

პოროშენკო თავის გამოსვლაში მაქსიმალურად იკავებდა თავს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებების გაკეთებაზე, რომელიც მან რამდენიმე საათის წინ კიევში უკვე თქვა.
ექსპერტები ელოდებიან, რომ “ნორმანდიული ოთხეული” შესაძლებელია “სამეული ” გახდეს და მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეთიშოს.

banner
წინა სტატიაშიმინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ ინფორმაციას, თამარ ბერუჩაშვილის გიორგი კვირიკაშვილი თ ჩანაცვლების შესახებ
შემდეგი სტატიადღეს უკრაინელ რეჟისორს როსტოვში განაჩენს გამოუტანენ