ნოვორასიის ბოევიკებმა ნემცოვის მკვლელობა აღიარეს (ვიდეო)

ნოვორასიის ბოევიკებმა ნემცოვის მკვლელობა აღიარეს

ე.წ. „ნოვორასიის“ შეიარაღებულმა ბოევიკემბა, რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობა, რომელიც 27 თებერვალს მოხდა, საკუთარ თავზე აიღეს.
სოციალურ ქსელ “ВКонтакте”-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სამი მამაკაცი, რომლებიც წარდგნენ როგორც დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფ „რუსიჩის“ წევრები, ამბობენ, რომ ბორის ნემცოვის მკვლეობა მათ განახორციელეს.
ბოევიკების თქმით, ამ სახით მათ უნდოდათ მოსკოვში დაგეგმილი ოპოზიციური დემონსტრაციის ჩაშლა. ამასთანავე, მათ მოსკოვის მერია დემონსტრაციის ჩასატარებლად გაცემული ნებართვის გამო დაადანაშაულეს.
„ჩვენ, „ნოვორასიის“ პარტიზანებმა სამხედრო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება აღვასრულოთ განაჩენი, რომელიც პროამერიკელ მოღალატეს, ნემცოვს ეხებოდა“ – ნათქვამია ვიდეომიმართვაში – ის მთელი თავისი ცხოოვრება საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს ყიდდა… ეს პირველი საჩვენებელი აქცია იყო. თუკი რუსეთის გამყიდველები აზრზე არ მოვლენ და რა გადაიფიქრებენ ანტისახალხო მოქმედებებს, ყველა მათგანს იგივე გამაჩენი მოელის“ – ამბობს ვიდეომიმართვის ავტორი.
ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქვა, ნამდვილად ვიდეომიმართვის ავტორების მიერ მოხდა თუ არა ნემცოვის მოკვლა. გამორიცხული არ რაის, რომ ვიდეო შიშის დასათესად იქნა გავრცელებული. საგამოძიებო უწყებები მკვლელობას იძიებენ და ჯერჯერობით ვიდეომიმართვაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

TIMER.GE

banner
წინა სტატიაში„შენახვა“ – ხელოვნება თაფლში+ (FOTO)
შემდეგი სტატია„ქართული დასი“ კალაძის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებს