ნოდარ ჯავახიშვილი სტიქიის სალიკვიდიაციო სამუშაოებს კოორდინაციას პირადად უწევს

13-14 ივნისის ღამეს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თქმით, ადგილზე მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიც იმყოფება, რომელიც სტიქიის სალიკვიდიაციო სამუშაოებს კოორდინაციას უწევს.

„13-14 ივნისის ღამეს, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული რეგიონული განვითარებისა სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც ჩაერთვნენ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა, ასევე, დააზიანა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: ლისი, კოდორეთი, ნაფეტვრები, ბევრეთი, წყალდიდი და ბეთანიის მოსაზღვრედ მდებარე თეთრწყაროს მუნიციპალიტეტის რიგი სოფლები. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები და სახნავ-სათესი მიწები.

ამ ეტაპზე მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და უწყებების შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე იმყოფებიან და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ სტიქიის სალიკვიდიაციო სამუშაოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილაგუნა ვერესთან გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოში არამდგრადი ამინდი კვირის დასაწყისამდე გაგრძელდება