ნოდარ ხადური: IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით მას შემდეგ შეიძლება განცხადებების გაკეთება როცა შედეგები გვექნება

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება განცხადებების გაკეთება როდესაც იქნება შედეგები.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს IRI-ს კვლევების შედეგების კომენტირებისას განუცხადა.
“მინდა გითხრათ, რომ ყველა კვლევა არის სუბიექტური, იმისთვის რათა ჩვენ მივიღოთ ზუსტი გადაწყვეტილებები. მე შეგახსენებთ იგივე IRI-სა და NDI-ს კვლევებს, რომელიც 2012 წლამდე ქვეყნდებოდა, მაშინ სულ სხვა სურათი იყო. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას აქვს იმის შეგრძნება, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი და სამუშაო. რაც შეეხება კონკრეტულ კვლევებს, ამაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება განცხადებების გაკეთება, როცა გვექნება შედეგები”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
გუშინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ნაწილი გახდა ცნობილი. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევის კითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდი ხმას, პარტიათა ჩამონათვალი ასე გადანაწილდა: “ქართული ოცნება” 36%, “ნაციონალური მოძრაობა” 14%, “თავისუფალი დემოკრატები” 10%, “ლეიბორისტული პარტია” 6%, “დემოკრატიული მოძრაობა” 5%, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 5%.
გარდა ამისა, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. ორივეს ნდობის 62 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
ამასთან, კვლევის შედეგების გამოქვეყნებას IRI 27 მარტისთვის გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიალპებში სამაშველო სამუშაოები განახლდა
შემდეგი სტატიასაქართველოში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა