ნოდარ ხადური: სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო

მთავრობის მიერ ბობოყვათის რეზიდენციის საპატრიარქოსთვის კრწანისის ტყე-პარკის სანაცვლოდ გადაცემას მინისტრთა კაბინეტის წევრები გამოეხმაურნენ.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის, განცხადებით, ამით სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო.

„იქ იყო ქონების ჩანაცვლება, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი საპრივატიზაციო ობიექტი მიიღო, რომელსაც უფრო მეტი საინვესტიციო დატვირთვა ექნება,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არის.

„ამ ეტაპისთვის კონკრეტულ გეგმას ვერ მოგახსენებთ, როგორც კი კონკრეტული გეგმები იქნება მოგახსენებთ, არ მინდა ღირებულებით ნაწილში შევიდე, თუმცა ღირებულებით ნაწილში კრწანისის ნაწილი გაცილებით უფრო დიდია.

პრემიერის განკარგულების საფუძველზე საპატრიარქოს ქობულეთში მდებარე ბობოყვათის რეზიდენცია გადაეცა, სანაცვლოდ კი მთავრობამ რამდენიმე წლის წინ საპატრიარქოსთვის სიმბოლურ ფასად გადაცემული მიწა უკან დაიბრუნა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი მთავრობას სემეკ-ის წევრობის იმავე კანდიდატებს ხელახლა წარუდგენს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევის კიდევ 3 ფაქტი გახსნა