ნოდარ ხადური – “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ ოთხ ადამიანს, დარწმუნებული ვარ, ბევრი გაჰყვება

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ 4 ადამიანს “ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით”. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც ისინი ახალ პოლიტიკურ ცენტრს ქმნიან.
“რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ 4 ადამიანს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით”, – განაცხადა ხადურმა.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების განცხადებას, სადაც ისინი ეჭვს გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის არჩევნებში პრორუსული პარტიები გაიმარჯვებენ, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არის პროევროპული.
“მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არის პროევროპული. ჩვენი ორიენტაციაა ევროპა და ჩვენ ეს არაერთხელ, არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ”, – განაცხადა ხადურმა.
“ნაციონალური მოძრაობიდან” წასულმა დეპუტატებმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიაში ფიფას ექვსი ჩინოვნიკი დააკავეს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურმა გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა